AI ჩატბოტი ბიზნესისთვის არის ასისტენტი, რომელიც კომპანიის საკუთარ დოკუმენტებზე - ფასებზე, პირობებზე, ინსტრუქციებზე - დაყრდნობით პასუხობს კითხვებს, და არა ზოგადი ცოდნით.
რა შედის
პასუხები შენს შიგთავსზე დაფუძნებული - საიტი, პრაის-ლისტი, ინსტრუქციები
ქართული ენა პირველ რიგში, შემდეგ ინგლისური და რუსული
ლიდის შეგროვება საუბრის ბუნებრივ მომენტში
გადაცემა ცოცხალ ოპერატორზე, როცა ბოტი ვერ უმკლავდება
არხები: საიტი, Messenger, WhatsApp, Viber
ჟურნალი - რას ეკითხებიან და რაზე ვერ პასუხობს
ვისთვისაა
კომპანია, სადაც ერთსა და იმავე კითხვას დღეში ათჯერ სვამენ
ბიზნესი, რომელსაც სამუშაო საათების მიღმაც მოსდის შეკითხვები
გუნდი, რომელსაც ოპერატორის დრო უფრო რთულ საქმეზე სჭირდება
რას იღებ
ჩატბოტი შენს საიტზე და არჩეულ მესენჯერებში
პანელი, სადაც ცოდნის ბაზას თავად ანახლებ
ჟურნალი და ანგარიში საუბრებზე
გადაცემის წესები - რა შემთხვევაში ჩაერთოს ადამიანი
ხშირი კითხვები
ჩატბოტი ჩემს ნაცვლად იმუშავებს? არა. ის იღებს განმეორებად კითხვებს და ამზადებს პასუხს რთულებზე. ადამიანის ჩანაცვლება არც მიზანია და არც რეალისტური - ვინც ამას გპირდებათ, ჯერ არ გაუშვია.
ქართულად რამდენად კარგად პასუხობს? ქართული კარგად მუშაობს, თუ ცოდნის ბაზა ქართულად და სუფთადაა დაწერილი. სწორედ ამიტომ დანერგვის პირველი ეტაპი დოკუმენტების მოწესრიგებაა.
რა მოხდება, თუ ბოტმა არასწორი პასუხი გასცა? ჟურნალში ჩანს. არასწორ პასუხს ცოდნის ბაზით ვასწორებთ, ხოლო საეჭვო თემებს საერთოდ ვთიშავთ - მაშინ ბოტი პირდაპირ ოპერატორს გადასცემს.
ყოველთვიური ხარჯი აქვს? დიახ. მოდელის გამოძახება ყოველ თვე ღირს, ამიტომ ჩატბოტი მხარდაჭერით სერვისია და არა ერთჯერადი პროექტი.